ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარს ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ევროკავშირი დაეხმაროს უკრაინას, თუ აშშ-ის დახმარება 2024 წელს შემცირდება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი იყო რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველი დღიდან.
„რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების შიდა და სუვერენული გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან – ორი ან კვირის წინ გვქონდა ევროკავშირი-აშშ-ს სამიტი, ჩვენ ვაცნობეთ 50 მილიარდი ევროს შესახებ, რომელიც მე შევთავაზე ევროსაბჭოს და რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევთანხმდეთ წლის ბოლომდე თანხის გამოყოფაზე“, _ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.