იერუსალიმის ძველ ქალაქში, ჰეროდეს კარიბჭის მახლობლად, 16 წლის პალესტინელი მოზარდი დანით თავს დაესხა ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ამის შესახებ BBC წერს.
თავდასხმის შედეგად დაიჭრა სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი. ისინი იერუსალიმის ჰადასას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა. მეორე პოლიციელმა შედარებით მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მოზარდი თავდამსხმელი კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველებმა მოკლეს.
თავდასხმიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ახლომდებარე სკოლის მოსწავლე დააკავეს. ის თავდამსხმელის დახმარებაშია ეჭვმიტანილი.
ავტორი