პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლმა.
სოფიო ანდრიაძე ითხოვს მისი ქმარი სახლში დააბრუნონ. დოთიაშვილი ოკუპანტებს, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან როდის გაიმართება ე.წ. სასამართლო.
“არაფერი არ ვიცი, ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება. […] ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით, არავის გამოუვლია”, – ამბობს სოფიო ანდრიაძე