გურიაში მიწისძვრა დაფიქსირდა _ როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე წერია, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
“მაგნიტუდა = 3.1ml. დაბა ჩოხატაური – სამხრეთი – 16კმ. კურორტი გომისმთა – 5კმ.”
როგორც აღნიშნულ გვერდზე წერია, მიწისძვრა 8 ნოემბერს, 20:39:13 საათზე მოხდა.