ძლიერი წვიმის შედეგად კიევის რეგიონში 8 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
„დღეს წვიმა არ წყდება კიევის რეგიონში, ქარის სიძლიერე 20 მ/წმ-მდე. არასასურველი ამინდის გამო რვა ელექტროგადამცემი ხაზი გათიშულია ბუჩას, ბორისპილის, ვიშჰოროდის, ბროვარისა და ბილა წერკვას რაიონებში. 8 000 ოჯახი გამორთულია“, – ნათქვამია ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში.