ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ლაითურის პენიტენციური დაწესებულება 700 პატიმარზეა გათვლილი.
“დღეს ვხსნით 700 პატიმარზე გათვლილ, ადაპტირებულ, თანამშრომლებისა და მსჯავრდებულებების საჭიროებებზე მორგებულ ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს”,_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას.