თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ 2024 წელს ქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ წინა წელს ნაძვის ხეს ფოიერვერკის ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა. მთავარ ნაძვის ხეს 15 დეკემბერს აანთებენ, ტრადიციულად, იქნება კონცერტიც.
“ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება თბილისი ახალ 2024 წელს, თქვენ გახსოვთ, გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოიერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ნაძვის ხე რა თქმა უნდა, დაზიანდა, ამიტომ მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა”, – თქვა კალაძემ.