ცნობილი მომღერალი ადელი ბრიტანელ ჟურნალისტებს ესაუბრა და ერთი ოცნების შესახებ განაცხადა:
„მომღერლის კარიერა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მიმართ სიყვარულს ჩემს საქმიანობაშიც ვამჟღავნებ. კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს გამოცდილებაც მიმეღო, მაგრამ სწავლას ონლაინ ვაპირებ, მასწავლებლის დახმარებით. ესაა ჩემი გეგმა 2025 წლისთვის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია მივიღო“, – განაცხადა ადელმა.
ადელმა თავისი სკოლის მასწავლებელიც გაიხსენა, რომელმაც ლიტერატურა შეაყვარა.
„მისი დამსახურებით შემიყვარდა ასე ლიტერატურა, ყოველთვის ვგიჟდებოდი ინგლისურზე და ახლა სიმღერებსაც მე თვითონ ვწერ.“
საინტერესოა, რომ ადელმა ვიდრე მუსიკალური კარიერის მწვერვალზე მოექცეოდა „Brit School of Performing Arts & Technology“ დაამთავრა.
ავტორი