“სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ფერდის პრობლემა არ არის. ვისაც გაუვლია ამ გზაზე, ასეთი ფერდი ბევრია. მომავალში, ყველა ეს ფერდი დამატებით პრობლემას შექმნის”,_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ჩუმათელეთი-ხევის ავტომაგისტრალთან მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.შესყიდვის ღირებულება 63,9 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით ფერდობის სრული სტაბილიზაცია უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ-ზე მეწყრული პროცესები 2022 წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეწყდა, შემდეგ კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა. ამჟამად შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა ფერდის გამაგრების აუცილებლობა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.