თუ გინდა რომ, იცოცხლო, ღმერთს უნდა დაემსგავსო,ღმერთივით კეთილი,მოწყალე,თავმდაბალი,მზრუნველი,უნდა იყო,როგორც ღმერთს უყვარს მის მიერ შექმნილი სამყარო ისე უნდა გიყვარდეს ყველაფერი რაც ღმერთმა შექმნა.
ხშირად გვეკითხებიან ჩვენ სასულიერო პირებს თუ როგორ მოვიქცეთ განსაცდელის ან სხვადასხვა მდომარეობაში, პასუხი ერთია. დავფიქრდეთ თუ როგორ მოიქცეოდა ღმერთი იესო ქრისტე ჩვენს შემთხვევაში და მოვიქცეთ ისე როგორც ღმერთი მოიქცეოდა და თუ ისე მოიქცევი როგორც ქრისტე შენ არ გჭირდება ჭკუის მასწავლებელი და არც მრჩეველი,სინდისი ღმერთია და ის გაგიყვანს ყველა ცხოვრებისეულ ლაბირინთისგან.
მართალია ძნელია ისე მოიქცე, როგორც იესო ქრისტე, მაგრამ ამისთვის არსებობს აღსარება, ლოცვა და ზიარება, გზა სრულყოფილებისაკენ.
შემინდეთ, დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ ღმერთმა,გისურვებთ წარმატებებს, და სრულყოფილებას. _ წერს სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).