დღეს კიდევ ერთი დიდგულა ვაჟკაცი გამოვაცილეთ სამშობლოში
კიდევ 2 გმირი ქართველის სამოქალაქო პანაშვიდი გვექნება რამდენიმე დღეში.
კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჯერ ისევ ვერ გამოგვყავს ბრძოლის ველიდან.
კიდევ 2, ოკუპანტების ტყვეობაში გვყავს!
კიდევ ასობით ყოჩაღი მეომარი გვყავს ბძოლის წინა ხაზზე და ნეტავ შეგახედათ რას უძლებენ, როგორ პირობებში უწევთ სამშობლოს ღირსების დაცვა!
განა არ ვიცით, 20 თვეა ომის დაწყებიდან გასული და ალბათ ბუნებრივია ზოგს მოგბეზრდათ, ზოგი დაიღალეთ, ზოგმაც დაიკიდეთ, მაგრამ, ახლა, როცა უკრაინა აქტიურად უტევს რამდენიმე მიმართულებით და კვირა აღარ გადის რამდენიმე ჩვენი ძმის დაკარგვის ამბავი არ გავიგოთ, არაა უკან დახევის დრო!
ჯოჯოხეთური ბრძოლიდან მცირე შესვენებაზე გამოსულები ბიჭები რას აჯეთრბენ პირველ რიგში იცით? ოჯახის, მეგობრების, შიანურების თუ უცხო გულშემატკივრების წერილებს კითხულობენ! დამიჯერეთ, ყველა კომენტარს, ყველა წერილს ასჯერ ნახულობენ, მერე ერთად აგროვებენ და სავსე გულებით ბრუნდებიან წინა ხაზზე!
ამიტომ უნდა გთხოვოთ, ცოტაც შეძელით, ცოტაც მოინდომეთ, მოიკრიბეთ ძალები და ერთი დიდი შეძახილით გაამხნევეთ ჩვენი სინდისის დარაჯი ბიჭები!
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებს!
დიდება თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს!
დიდება თავისუფალ საქართველოს!
დიდება თავისუფალ უკრაინას!
დიდება თავისუფლებას! _ დაწერა სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.