რუსეთმა გამოცემა The Moscow Times, რომელიც ინგლისურენოვნადაც მაუწყებლობს, “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანა რამდენიმე ჟურნალისტთან და აქტივისტთან ერთად.
ცნობისთვის, რუსეთის “უცხოური აგენტების” რეესტრი 2012 წელს შეიქმნა აშშ-ში მსგავსი კანონმდებლობის საპასუხოდ.
იარლიყი „უცხოური აგენტები“ აწესებს მკაცრ ფინანსურ ანგარიშგების და თვითგამჟღავნების მოთხოვნებს.
სამინისტროს უცხოური აგენტების რეესტრში ჩამოთვლილია MT-ის ინგლისურ და რუსულენოვანი გამოცემების ვებსაიტები – ისევე როგორც მისი სოციალური მედიის გვერდები, მათ შორის LinkedIn-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და Telegram-ზე.