ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე “ნათან იუსუპოვი”, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე “თავა”, დავით ტიკარაძე, იგივე “დათო”.
„როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების მეთაური და მისი თანამოაზრეები თავიანთ მსხვერპლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ. FBI-ს და პროკურორების ძალისხმევით, ოთხივე ბრალდებულს ახლა ფედერალური ბრალდება ემუქრება.”
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ოთხივე დაკავებული ქუთაისიდანაა და მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.