U 10 სამტრედიის ,,სამტრედია” გიორგი აბზიანიძის სახელობის ტურნირში მონაწილეობდა, რომელშიც რვა გუნდი ასპარეზობდა. თამაშები ქალაქ ქუთაისში ჩატარდა.
ნახევარფინალში ,,სამტრედია” ,,მართვეს” შეხვდა , სადაც დამარცხდნენ ,,სამტრედიას” ნორჩი ფეხბურთელები. დღეს კი ფინალურ შეხვედრაზე 2013 წლიანებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა.
სამტრედიის ,,სამტრედიას” სამტრედიის ,, ლოკომოტივთან” ჰქონდა თამაში, სადაც ანგარიშით 3:2 მოიგეს. საპრიზო, მესამე ადგილთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა გუნდმა: ,,სამტრედიას” ნორჩმა ფეხბურთელმა, ანდრია წოწელიამ ტურნირის საუკეთესო მცველის ნომინაციაში ჯილდო მიიღო (მთავარი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი, მწვრთნელები: ოთარ ზაქარეიშვილი, მიშიკო ბანძავა, ირაკლი ხურცილავა).
ავტორი