ყოფილი მოდელი შეილა კენედი Guns N’ Roses-ის წამყვან ვოკალისტს ექსლ როუზის სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო უჩივის.
როგორც BBC იუწყება, შეილა კენედის სარჩელის თანახმად, შემთხვევა ნიუ-იორკში, სასტუმრო ოთახში 1989 წელს მოხდა.
სავარაუდო თავდასხმის გამო შეილა კენედის შფოთვისა და დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს,_ ნათქვამია სარჩელში.
როუზის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს BBC News-ის თხოვნას კომენტარისთვის.