BBC- ის ინფორმაციით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“.
”ჰუმანიტარული პაუზა დროებითია”, – ამბობს ავიჩაი ადრეი, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, რომელიც არაბულად საუბრობდა.
“ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში”, – უთხრა მან ღაზას მოსახლეობას.
ამ დროისთვის ცეცხლი ოთხი დღით შეწყვეტილია.