ირლანდიის დედაქალაქში ხუთშაბათს ღამით არეულობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, დაწვეს მანქანები. მოხდა პოლიციასთან შეტაკებაც.
როგორც ცნობილია, არეულობა ქალაქის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც დანით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, ულტრამემარჯვენე “ხულიგნური” ჯგუფები იყვნენ დამნაშავეები შემდგომ ძალადობაში.