ოდესის ოლქში, უამინდობის გამო, დაიღუპა ხუთი და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, .
მისი თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი.
“ყველას გაუწიეს საჭირო დახმარება. სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ. მზად ვართ დასახმარებლად,” – თქვა ზელენსკიმ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.