ცოტა ხნის წინ, იტალიელი კაცი ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად ქუჩაში გავიდა და ყველასათვის მოულოდნელად 450 კილომეტრი ფეხით გაიარა.
მისი მოგზაურობა კომოში დაიწყო. 48 წლის კაცი ერთი კვირის განმავლობაში უმისამართოდ დადიოდა, საბოლოოდ ის პოლიციამ ფანოში, ადრიატიკის სანაპიროზე გააჩერა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადიოდა, უცნობი ადამიანები კი საჭმელს სთავაზობდნენ. მისივე თქმით, მას ტრანსპორტი არ გამოუყენებია.
წესრიგის დამცველებმა დაადგინეს, რომ ცოლმა კაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადა და მეუღლის პოვნის შესახებ შეატყობინეს.