ცოტა ხნის წინ, მექსიკის დედაქალაქში, ერთ-ერთი შენობის რემონტის დროს აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს.
მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.
აქსაიაკატლი იმპერიას 1469-1481 წლებში მართავდა, მისი ვაჟი კი აცტეკების უკანასკნელი მმართველი იყო. კორტესი სამხრეთ ამერიკაში 1518 წელს ჩავიდა, აცტეკების დედაქალაქს ალყა შემოარტყა, ქალაქის დანებების შემდეგ კი კოლონიზატორებმა ის გაანადგურეს. თუმცა კორტესმა სასახლის ადგილას საკუთარი რეზიდენციის მოწყობა გადაწყვიტა.
ავტორი