დღეს თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი დაიწყო.
შოკოლადის საახალწლო ფესტივალზე წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი ბასტი-ბუბუს კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა. მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდათ. ფესტივალზე კონდიტერმა ვაჟა წულუკიძემ შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარა. ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა.
შოკოლადის ფესტივალი დღეს დაიწყო და ხვალ საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
ავტორი