გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით, აქტიურად დაიწყო ციტრუსოვანთა კრეფის სეზონი.
-როგორც იქნა, დადგა კრეფის სეზონი. მზიანი დღეებია და ცოტათი დაბალი ტემპერატურა. ნაყოფიც კარგად არ ის გაყვითლებული. ახლა, მთავარია, ოპერატიულად მოვკრიფოთ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სოფელ მერიის მკვიდრმა, ვახტანგ მარგალიტაძემ.
მან გვითხრა, რომ სოფელ მერიაში, კონკრეტულად გოგორეთის უბანში, არაერთი დაქირავებული ბრიგადა მუშაობს.
_ძალიან ყოჩაღი მკრეფავებია. ლაითურიდან მოვიდნენ. ჩემს ბაღში ჯერ არ დამიწყია კრეფა. ხვალიდან ველოდები ბრიგადას. მეზობლებთან კი გაჩაღებულია ოქროს რთველი. ყველას ბარაქას ვუსურვებ, – გვითხრა მან.
ვახტანგ მარგალიტაძეს დიდი ბაღი აქვს. ათ ტონაზე მეტ მოსავალს იწევს და როგორც თავად გვითხრა, ბევრი დამხმარე მუშა სჭირდება.
კრეფა დაწყებულია გურიის ყველა სოფელში.
ახლა მეურნეები ნატრობენ, ეს საუკეთესო ამინდი გაგრძელდეს .
_ყოველ საღამოს და დილას ამინდის პროგნოზს ვუსმენთ. ვეცნობით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პროგნოზს. ზამთრის პირია, რა იცი, მოხდება…ვჩქარობთ მოკრეფას, _ გვითხრა ერთ-ერთმა მეციტრუსემ , მზია ნაკაშიძემ.
ავტორი