სოლომონ ზალდასტანიშვილი 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით თავის მემუარებში წერს:
“გურიიდან მასწავლებელი ქალი ჩამოვიდა, დაწვრილებით აღწერა იქაური მოძრაობის ამბები. ბოლოს ჩემი მეგობარი შეეკითხა (მე მეორე ოთახში ვიმალებოდი): ალბათ ხალხს გული გაუტყდა აჯანყების დამარცხების გამო!
– რასა ბრძანებთ!? მთელი გურია იმას გაიძახის, – ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთო, რა ვუყოთ, რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგაო!..”
სოლომონ ზალდასტანიშვილი – საქართველოს 1924 წლის ამბოხება, მოგონებანი
ფოტო – ქრისტინე შარაშიძე
პოსტს სოციალურ ქსელში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ავრცელებს.