შვედეთში წყვილმა მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გახსნა.
რესტორანი ვერმლანდში, სტოკჰოლმიდან 350 კილომეტრშია განლაგებული. რესტორანი მინდორში მოთავსებულ მაგიდას და 1 სკამს წარმოადგენს. „ობიექტის“ მფლობელები სტუმრებს სიმყუდროვეს სთავაზობენ. მთავარი ის არის, რომ მათ სხვებთან კონტაქტი არ მოუწევთ და ჭამას მშვიდად მოახერხებენ.
რესტორანში ოფიციანტი არ არის. დღეში აქ მხოლოდ 1 სტუმარს მასპინძლობენ და მხოლოდ 1 კერძით უმასპინძლდებიან. რასმუსი და ლინდა ამბობენ, რომ ებრძვიან იმ უსიამოვნო გრძნობას, როცა ადამიანს ჭამის დროს ვიღაც უყურებს.
ავტორი