BBC– ის ინფორმაციით, სამეფო საზღვაო ფლოტი უკრაინას ქვეყნის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ორ გემს უგზავნის.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გემები ხელს შეუწყობენ “სასიცოცხლო საექსპორტო მარშრუტების” ხელახლა გახსნას, რაც შეზღუდული მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო.
მაგრამ როგორც ბრიტანული მაუწყებელი წერს, კითხვები რჩება იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ისინი შავ ზღვაში შესვლას.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იწყებს კოალიციას ნორვეგიასთან, უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
როგორც ცნობილია, უკრაინასთვის სამეფო საზღვაო ძალების მხრიდან აღნიშნული გემების მიწოდება უკვე დიდი ხანია დაგეგმილია.
ისინი იყვნენ დიდი ბრიტანეთის საზღვაო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც დაპირებული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.