საქართველოში, ადამიანს კომფორტულად ცხოვრებისთვის ყოველთვე 3000 ლარზე მეტი სჭირდება. ამის შესახებ NDI– ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობა ამბობს.
კვლევის მიხედვით, თბილისში კომფორტულად ცხოვრებისთვის დაახლოებით 4000 ლარის შემოსავალი, ხოლო რეგიონებში 2000 ლარის შემოსავლის ქონაა საჭირო.
“ათიდან ერთ ქართველს არ შეუძლია საკვების შეძენა, ხოლო ოთხიდან ერთს შეუძლია მხოლოდ საკვების შეძენა, მაგრამ სხვა არაფრის”,_ ამის შესახებ აღნიშნულია NDI-ის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა მეოთხედს არ აქვს საკვების შეძენის საშუალება.
ამავე კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლები სხვებზე მეტად ყიდულობენ საკვებს და
ტანსაცმელს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობას არ შეუძლია ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა.