ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდი “მხიარულ სტარტებში” ჩატარებული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი კი შუა ამაღლების საჯარო სკოლამ დაიკავა.
ცნობისთვის, ოლიმპიადის ფინალი შუა ამაღლების საჯარო სკოლაში ჩატარდა.
შეჯიბრებაში გუთურის, ქვენობნის, შუა ამაღლებისა და ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.