ზამთარში დახლებზე ძალიან ბევრი ისეთი ბოსტნეულია გამოფენილი, რომელიც გვეხმარება ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. მათ შორის გამოირჩევა სტაფილო.
სტაფილოს წვენი სუფთა სახით კანს აშრობს, რაც ცხიმოვანი კანის მოსავლელად კარგი საშუალებაა. სტაფილოს რბილობის კომპრესი ასწორებს ნაოჭებს.
მხედველობა რომ შეინარჩუნოთ, მთელი წელი სვით სტაფილოს წვენი. ის ასევე ზამთარში დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, რაც იმის საწინდარია, რომ არ გაცივდებით.
კუჭის შეკრულობის დროს: საუზმეზე მიირთვით გახეხილი სტაფილოს სალათა მცენარეული ზეთით – ნებისმიერ კუჭში გამხსნელ პრეპარატს შეცვლის. გარდა ამისა, ის ნაწლავებში ასტიმულირებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას და კურნავს დისბაქტერიოზს.
სტაფილოს დიეტა ეფექტიანია წონაში დასაკლებად, გარდა ამისა, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს.
ღვიძლის, თირკმლებისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებებისას, მათი პროფილაქტიკის მიზნით, სასარგებლოა ყოველდღე მიიღოთ სტაფილოს ფრეში – წვენი რბილობით.
ავტორი