ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო კვირებია კორონავირუსის ახალი შტამი JN.1 დომინირებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, JN.1 ამჟამად ყველაზე სწრაფად ვრცელდება და ქვეყანაში დაფიქსირებული ინფექციების ერთ მეხუთედზე მეტს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, JN.1 პირველად აღმოაჩინეს 2023 წლის სექტემბერში და ის ამ დრომდე დაფიქსირდა მინიმუმ 12 ქვეყანაში. ისევე როგორც სხვა ახალი ვარიანტები, JN.1 არის ომიკრონის ოჯახის ნაწილი.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ამბობენ, JN.1-ის სიმპტომები მსგავსია სხვა შტამებით გამოწვეული სიმპტომების, რომლებიც მოიცავს: ყელის ტკივილი, შეშუპება, სურდო, ხველა, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება ან შემცივნება, გემოვნების ან ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.