როგორც უკვე ვწერდით, სენაკში ავარიას ორი პირი ემსხვეპლა.
“გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
წყაროს თქმით, გარდაცვლილები, სავარაუდოდ ოჯახის წევრები არიან.
“საშინელებაა. გარდაცვლილები,სავარაუდოდ, ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი არიან”,-გვეუბნება წყარო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა – ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორ ქვეითს.