საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ორმა პირმა, ქართველმა და ბერძენმა, 40 წლამდე ასაკის ირანის მოქალაქე დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, სადაც დაზარალებული ორ დამნაშავეს შეხვდა.
40 წლის ბერძენმა და 30 წლის ქართველმა მსხვერპლისგან 30 ევროს გამოძალვა შეძლეს. თუმცა ისინი ადგილობრივმა პოლიციამ იპოვა და დააკავა.