ბოლნისში 40 წლის კაცმა ცოლს ორი შვილის თვალწინ თავი გადაჰპარსა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძალადობის ამსახველი კადრები კი ტელეფონით გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა. მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, ძალადობაში ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია, ბრალს კი სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 19 წლის ქალია, რომელიც, მეზობლების თქმით, ძალადობის შემდეგ სახლიდან გააგდეს.
„რის გამო მოექცა ასე ცოლს, არ ვიცი, მაგრამ ქმარი უკვე დააკავეს, ცოლი კი არ ვიცი, ახლა სად არის. გავიგე, რომ სახლიდან გაუგდიათ“, – ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.