წუხელ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარისგან არაერთი დაზიანება გაჩნდა. განსაკუთრებით დაბა ურეკის ტერიტორიაზე წააქცია მრავალი ნაძვის ხე.
_ კიდევ კარგი მსხვერპლი არ არის. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, დავით რობაქიძე, თავად დარბოდა ელექტროხერხით, ვიდრე ვინმე მოვიდოდა. მოტეხილი და გადატეხილი ხეები ისე ჩახერხა, რომ სატრანსპორტო თუ ქვეით მოსიარულეებს საფრთხე ნაკლებად შექმნოდათ. არ ვიცი, ამ კაცმა წუხელ გმირობა ჩაიდინა, ალბათ, _ დაგვიკავშირდა ურეკის მცხოვრები ლალი თავართქილაძე.
ურეკის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ზღვაზე ჯერ კიდევ არის შტორმი.
_ დაზიანებები ბევრია, თუმცა, ღმერთს მადლობა, მსხვერპლი არ არის, _ გვეუბნებიან ისინი.
„გურია ნიუსი“ მალე უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ ინფორმაციას, გურიაში ძლიერი ქარის შედეგების შესახებ.
ავტორი