ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო _ ხელოვნების სასახლის წინ, საკონცერტო პროგრამა კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო სტუდიამ „მომავლის ბავშვები“ და ევროპული ცეკვების სტუდიამ წარმოადგინეს.
განათდა ჩოხატაურის ქუჩებიც _ მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ჩოხატაურს საახალწლო ილუმინაციები გადაეცა. ადგილობრივებს დამდეგი შობა-ახალი წელი ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცა. ღონისძიებას, მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved