დაბადების დღის შემდეგ ახალი წელი ყველაზე სასურველი და ხალისიანი დღესასწაულია.
ეს თარიღი დედამიწის მოსახლეობის 93 პროცენტისთვის უდიდესი მოვლენაა. სხვათა შორის, მსოფლიოს მხოლოდ 61 პროცენტი აღნიშნავს მართლმადიდებლურ აღდგომას, 47 პროცენტი კი – შობას.
წინასაახალწლო განწყობა ადამიანების მხოლოდ 11 პროცენტს ეუფლება ადრევე და ამ 11 პროცენტში უმრავლესობა ქალია.
კაცებს საერთოდაც აფრთხობთ წინასაახალწლო აურზაური. ძნელია, თავი გაართვა საჩუქრებს.
რა ქნან მამაკაცებმა. ისინი საჩუქრების ტრადიციულ ვარიანტებს ირჩევენ.
ამ სიაშია სუვენირები – 45 პროცენტი, ტკბილეული – 50 პროცენტი, წიგნები – 2 პროცენტი, წინასწარ შეკვეთილი საჩუქარი, ძირითადად ძვირფასეულობა – 3 პროცენტი.
ავტორი