მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მასპინძელსა და სტუმარს შორის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაება უძღოდა. კონკრეტული მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
31 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: მთავარი