ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ქალბატონმა მანანამ მშობლების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით _ “მომეხმარეთ”.
როგორც ირკვევა, ზურა ბერიკაშვილს გულზე შეექმნა პრობლემები.
ქალბატონი მანანას პოსტს გულშემატკივართა მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა:
“ბერიკ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა! ლოცვებში მოიხსენიეთ. ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ზურიკო, არ გვიღალატებ, ვიცი”;
“ღმერთმა დალოცოს მისი უბრალო, ადამიანობით სავსე გული, მისი სიკეთე, ოჯახი, თავისი დიდი ოჯახის სიყვარული, სიკეთე და თავმდაბლობა. ოქროს კაცი კარგად იქნება”;
“ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი არ გაწირავს, რადგან უკეთილშობლისია და აუცილებლად გახდება კარგად” – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.