ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2″-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი გამსახურდიამ „რადიო თავისუფლებას” თავადვე დაუდასტურა.
“ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”, – უთხრა კოკო გამსახურდიამ „რადიო თავისუფლებას”.
მანამდე გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ შალვა პაპუაშვილმა მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.