გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ახალშენში მოხდა.
როგორც TV monitoring იუწყება, გარდაცვლილი კაცი თავდაცვის ძალებში მსახურობდა. მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.