დანიას ახალი მეფე ეყოლება. დედოფალმა მარგარეტე II-ემ ტახტი დატოვა და მას მის ვაჟს, ფედერიკს გადასცემს.
reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ დედოფალმა მარგარეტმა ახალი წლის ღამეს გამოაცხადა.
ის გახდა პირველი დანიელი მონარქი თითქმის 900 წლის განმავლობაში, რომელმაც ნებაყოფლობით დატოვა ტახტი.
როგორც ცნობილია, კორონაცია არ იქნება.