ავარიების დროს მძღოლებს შესაძლოა, ავტომობილის გადაადგილების უფლება ჰქონდეთ – აღნიშნულის შესახებ გასული წლის მიწურულს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. როგორც მაშინ აღნიშნა, შესაბამის ცვლილებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ერთობლივად მუშაობენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას “გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განაცხადა, სამუშაო პროცესში ჩართული არ არის, თუმცა ცვლილებას დადებითად აფასებს და მიესალმება.
„მოქალაქეს დღეს არ აქვს უფლება, რომ საგზაო შემთხვევის ადგილიდან ავტომობილი გაამოძრაოს ან გადაიყვანოს, სანამ არ მოვა სადაზღვევო აგენტი ან საპატრულო ეკიპაჟი. ამის გამო იმ ქუჩებზე, სადაც გზის ასაქცევი არ არის, პრაქტიკულად ჩაჭედილ საცობებს ვიღებთ.
ჩვენთან კი სხვა რეალობაა და შესაბამისად, ცვლილება ამ კუთხით საჭირო და მისასალმებელია,“- აღნიშნა მესხიშვილმა.
წყარო: bpn.ge