ერთხელ, ნოდარ დუმბაძე რომ „ნიანგის“ რედაქტორი გახლდათ. ის და ნოდარ მალაზონია რედაქციაში ჭადრაკს თამაშობდნენ. ის იყო, მალაზონიამ ეტლით სვლა გადაწყვიტა, რომ მიხვდა, ამით ლაზიერს კარგავდა. ეტლს ხელი ცივად გაუშვა და ვითომც არაფერიო, კვლავ ფიქრი განაგრძო. ეტლით თამაშობდიო, – შეახსენა რედაქტორმა. მაგრამ მოწინააღმდეგე დუმს. ეტლიო, – კვლავ უმეორებს დუმბაძე. ის კი ჯიუტად ამბობს, ხელი არ მიმიკარებიაო. ძალს ის არის და ძალს მისი რედაქტორი – არც ერთს დათმობა არ უნდა. სხვა საშველი რომ ვერ ნახა, მალაზონიამ გაბრაზებულ-გასაწყლებული ხმით ესღა მოიფიქრა:
– ბიჭო! იმ შენს ილიკო და ილარიონებში რომ წერ, იმან ამას ის გაუკეთა და მერე ამან იმას ისაო… მამაშენის ჩექმები და შარვალ-კოსტუმი ვირზე აკიდებული რომ მიიტანეთ ორ ბათმან სიმინდზე გასაცვლელად, ბაბილო ვაშაყმაძემ ჩექმა და კოსტუმი რომ გამოგართვა და სიმინდი მოგცა. მეორე დილას სიმინდი რომ გამოგატანა და ყველაფერი ისევ უკან დაგიბრუნა. ის ხომ იყო კარგი! ახლა შენ ამ გაჭირვებული დედოფლის დაბრუნება რომ გენანება ჩემთვის, ესაა შენი ჰუმანიზმი?
– მტყუანს! არ აუდგა გვერდები ბაბილო ვაშაყმაძეს, რამდენი იმას ჩემთვის ის შარვალ-კოსტუმი და ჩექმა უკან არ დაებრუნებინოს, – მიპასუხა ნოდარმა.
ავტორი