https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება _ კომპანია უსულის ისტორია

17:00; 13.05.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია “უსული” ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების გამოყენებული ნაჭრებისგან დამზადებაა.

კომპანიას საქართველოში პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, შესაბამისად, ეკომეგობრული ფეხსაცმელების იდეა, რომლებიც ფერადი ნაჭრების ნარჩენებისგან მზადდება, უსულს ბაზარზე გამოარჩევს. სოფომ და მაკამ უსულის დაარსების ისტორია გაგვიზიარეს.

“პანდემიის დროს ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. ვერსად ვერ გავდიოდით, მხოლოდ ერთმანეთს ვსტუმრობდით, ისიც საღამოს 9 საათამდე, ამიტომ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლება ახალი და საინტერესო გაგვეკეთებინა.

ჩვენი საქმის წამოწყების იდეა იქიდან წამოვიდა, რომ დიზაინერი მეგობრები გვყავდა, რომელთაც ზედმეტი ნაჭრების ნარჩენები ხშირად რჩებოდათ და სულ იმაზე წუხდნენ, რომ მათი გადაყრა უწევდათ. ვუთხარი, მე წავიღებ-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ვიცოდით, რაში გამოვიყენებდით. მაკას შევთავაზე, ამ მორჩენილი ნაჭრებისგან წამოვიწყოთ რამე-მეთქი. სხვადასხვა იდეა გვქონდა, მაგრამ რადგან ნაჭრები პატარა ზომის იყო, ტანსაცმელი თავიდანვე გამოირიცხა, ამიტომ ბოლოს ფეხსაცმელზე შევჯერდით”, _ გვიყვება სოფო.

ასე დაიწყო უსულის ისტორია 2020 წლის დეკემბერში. კომპანია ახლა ფერად ფეხსაცმელთან ერთად, ჩანთებსა და ქამრებსაც ქმნის.

რას ნიშნავს “უსული”?

სოფომ გაგვიზიარა, თუ როგორ შეარჩიეს ბრენდის სახელი. როგორც თავად ამბობს, სახელების იდეებს ყველგან ეძებდნენ, მათ შორის, ძველ წიგნებში, რათა რამე ქართული, ჟღერადი და დასამახსოვრებელი ეპოვათ.

“მახსოვს, როგორ გამომიგზავნა მაკამ სავარაუდო სახელების გრძელი სია. გვინდოდა, ბრენდთან აზრობრივადაც რამე კავშირი ჰქონოდა. უსულზე შევჯერდით, რადგან ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ლამაზს, მომხიბვლელს ნიშნავს, თან მარტივი გამოსათქმელია და მომხმარებლებმაც მალევე აიტაცეს”, — აღნიშნავს სოფო.

მთავარი გამოწვევა

ნაჭრისგან ფერადი ფეხსაცმლის წარმოების იდეის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სოფოს და მაკას პირველივე ნაბიჯების გადადგმისას წინ წინააღმდეგობა შეხვდათ _ მეწაღის პოვნა, რომელიც ნაჭრისგან ფეხსაცმელს შეკერავდა, დიდი სირთულე გამოდგა.

“ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ მეწაღეები უმეტესად ტყავზე მუშაობენ, აქვთ ერთი თარგი, რომელსაც სპეციალური მანქანებით ჭრიან, რაც კერვას ბევრად უფრო ამარტივებს, მაგრამ იმავე მეთოდს ნაჭრის ფეხსაცმლის შეკერვისას ვერ გამოიყენებ: თითოეული ფეხსაცმელი სხვადასხვა ნაჭრისგან იქმნება და უამრავი დეტალისგან შედგება, რის გამოც ისინი ინდივიდუალურად, ხელით უნდა შეიკეროს. ყველა მოდელი უნიკალურია, ფეხსაცმლის წყვილიც კი არ არის ერთმანეთის იდენტური. მეწაღეებს ამას რომ ვუხსნიდით, ყველა უარს გვეუბნებოდა”, _ იხსენებს მაკა.

“მეწაღეს 6 თვე ვეძებდით. ერთმა გვითხრა, ვის გაუგია ფეხსაცმელები ნაჭრისგან შეიკეროსო?! და ასე გაწბილებულები გამოგვიშვა. ბოლოს ჩვენი ახლანდელი სამკერვალო სრულიად შემთხვევით ვიპოვეთ. ამავე ქუჩაზე მკერავი მყავდა, რომელმაც მითხრა, გვერდით ფეხსაცმელებს კერავენ და მაინც, შეიხედეო. ასე აღმოვჩნდით აქ. უკვე 3 წელზე მეტია, ამ მეწაღეებთან ვთანამშრომლობთ. ცოტა ესენიც გვეჯუჯღუნებიან ზოგჯერ, იმიტომ, რომ თვითონ კერვის პროცესი რთულია, მაგრამ შედეგი თვითონაც მოსწონთ”, _ აგრძელებს სოფო.

პირველი კოლექცია

მაკამ და სოფომ თავიდან ფეხსაცმელების გაყიდვა ფეისბუქზე დაიწყეს, შემდეგ კი ბრენდის ინსტაგრამის ანგარიშიც შექმნეს და ამ ორ სოციალურ ქსელს დღემდე აქტიურად იყენებენ. ასევე, ადგილობრივ გამოფენებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებშიც იღებენ მონაწილეობას.

“პანდემიის პერიოდში ადამიანებმა გულის გადასაყოლებლად ონლაინ შოპინგი დაიწყეს, რადგან მაღაზიებში გასვლა ენატრებოდათ. ეს მათთვის ერთგვარი თერაპია იყო. ფეხსაცმელებს ძალიან კარგად ვყიდდით და თან ერთმანეთს ვეკითხებოდით, ნეტა, სად დადის ეს ხალხი ამ ფეხსაცმელებით-თქო”, _ სიცილით ამბობს მაკა.

თანადამფუძნებლები ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო ნაჭრებს მეგობარი დიზაინერებისგან, ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისგან და მაღაზიებისგან აგროვებენ.ხალხის ნაწილმა უკვე იცის, რომ მათთვის არასაჭირო ქსოვილი შესაძლოა უსულს გამოადგეს, ამიტომ კომპანიასთან ნაჭრები უცხო ადამიანებსაც მიაქვთ.

“სულ პირველი კოლექცია პლედებისგან შევკერეთ. თავიდან დავწერეთ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა პლედი, რომელსაც არ იყენებდა, ჩვენთვის მოეტანა. ბოლოს მანანას რადიოლასავით ამბავი დატრიალდა. იმდენი პლედი მოგვიტანეს, ვიწერებოდით, მეტი აღარ გვინდა-თქო”, _ გვიყვება მაკა.

უსული ვილნიუსში

მაღაზიების ფიზიკურ სივრცეში გახსნის შემდეგ, უსულის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ევროკავშირის ახალი პროექტი და ბაზრის გასაფართოებლად ახალი შესაძლებლობა უსულისთვის.

უსული ჩაერთო პროექტში “საქართველოსა და ესტონეთის მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერება _ ექსპორტის დიზაინი”, რომელიც მხარდაჭერილია EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტის მიერ EU4Business-ის ქოლგის ფარგლებში. 2023 წელს ამ პროექტის ფარგლებში სოფო ლიეტუვაში გაემგზავრა და კრეატიული მცირე და საშუალო ბიზნესის მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მან ვილნიუსში 1 თვე გაატარა, სადაც უსულის ლიეტუვური კომპანია უწევდა მასპინძლობას და მათი დახმარებით სოფომ მაღაზიასთან დაიწყო თანამშრომლობა, სადაც უსულის ფეხსაცმელები გამოიფინა და იყიდება.

“ერთ-ერთ ტრენინგზე საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გავიცანით, რომელმაც ევროკავშირის პროექტზე მოგვაწოდა ინფორმაცია. გამარჯვების დიდი იმედი არ გვქონია, მაგრამ განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ უცხო ქვეყნის ბაზარი მოგვეკვლია და იქ გაყიდვების გზები მოგვეძებნა, რათა ჩვენი პროდუქტი ახალ ბაზარზე გასულიყო. ევროკავშირის ქვეყნიდან უნდა გამოჩენილიყო ბრენდი, რომელიც მიგვიწვევდა. ვილნიუსში დაგვპატიჟეს და ერთი თვით წავედი.

ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. ის კომპანიაც ეკომეგობრული იყო, ჯინსს გადაამუშავებდნენ. მათთან ჩასვლამ ჩვენი საქმიანობა ცოტა სხვა მიმართულებით დამანახა, მაგალითად, დავესწარი საგანმანათლებლო ვორქშოპებს, ვნახე, როგორ თანამშრომლობენ დიზაინერები ერთმანეთთან. ამ ყველაფერმა ხედვის არეალი გაგვიფართოვა“, _ იხსენებს სოფო.

ამავე პროექტის ფარგლებში, ლაპიაშვილმა ადგილობრივ დიზაინერთან თანამშრომლობით, ნამუშევარი შექმნა, რომელიც კაუნასის დიზაინის კვირეულზე გამოიფინა. კონცეფციაზე მუშაობისას სოფო უცხოეთში შემთხვევით ქართველი პოეტის, ლია ლიქოკელის, ლექს სკამს გადააწყდა, რომელიც მის შთაგონების წყაროდ იქცა.

“ამ წიგნში იყო ლექსი სახელწოდებით სკამი, რომელმაც ძალიან მიგვიზიდა. ჩვენი პროექტიც ქსოვილებით დაფარული სკამის ირგვლივ ტრიალებდა და ვფიქრობდით, როგორ შეგვეტანა მასში პერსონიფიკაცია. ლექსის სიტყვებმა ზუსტად აღბეჭდა ჩვენი ხედვის არსი, შექმნა თვალსაჩინო თანხვედრა ჩვენს აზრებსა და იმ შთაგონებას შორის, რომელსაც ვეძებდით”, _ აღნიშნავს ლაპიაშვილი.

სამომავლო გეგმები

უსულის დამფუძნებლები სხვა კომპანიებთან კოლაბორაციებისთვისაც ღია არიან, მაგალითად, მათ ტიპოგრაფიაზე მომუშავე დიზაინერებთან ითანამშრომლეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მოდელი ასო “უ”-ს სხვადასხვა ვარიაციით შექმნეს.

უსული პროდუქციას ძირითადად კვლავ ონლაინ ყიდის, თუმცა სხვადასხვა მაღაზიებთანაც თანამშრომლობს. კომპანია ცოტა ხნის წინ ამერიკულ ბაზარზეც გავიდა და 100 წყვილი ფეხსაცმელი და 65 ჩანთა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში გასაყიდად გააგზავნა. ისინი მომავალში ექსპორტის სხვა გზების მოძიებასა და საქართველოში საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავენ.

სოფო და მაკა თვლიან, რომ მათი ბრენდის ძლიერი მხარე სწორედ ეკომეგობრულობის კონცეფციაა, ხოლო მთავარ გამოწვევად ფინანსებთან ერთად, საზოგადოებაში გადამუშავებული სამოსის მნიშვნელობის შესახებ ნაკლებ ცნობიერებას ასახელებენ. ბოლოს ბრენდის დამფუძნებლები იმასაც გვეუბნებიან, რომ უსულმა ბევრ გამოწვევას გაუძლო, რის გამოც განსაკუთრებით ამაყობენ და ბრენდის მომავალსაც უცვლელი ენთუზიაზმით გეგმავენ.

ავტორი: ანანო დიდებაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026

რის შეცვლას გეგმავს Apple აიფონში

ივლიანე ხაინდრავამ პოსტი დატოვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო