პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს.
პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რა თანამდებობაზეც ირაკლი ღარიბაშვილია დასახელებული.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.