განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა.
ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.
„მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ. დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5 – წლიანი ვადა, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ აუდიტორიებს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.