ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუმებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 5 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.