სამზე მეტი შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა საცხოვრებელი კორპუსის ბინაში შესაძლებელი მეზობლის თანხმობის საფუძველზე იქნება. ამას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
კანონის დარღვევა კი მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით გამოიწვევს.