“სერიოზულად აღარ ვიღებ, ეგ ხალხი რას და რატომ ლაპარაკობს. თვითონ ესმით ან არ ესმით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. ღიად ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არც არჩევნებამდე გვექნება რაიმე ტიპის გაერთიანება ან კოალიცია, არც არჩევნების შემდეგ,”_ აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
ინფორმაციისთვის, დაუშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე.
ბარამიძის განცხადებოთ, „გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ“.
გარდა ამისა, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ არც „ოცნებასთან“ კოალიციას არ განიხილავენ.
„არა, ხომ გვაქვს ნათქვამი. ამ ფორმაციის „ოცნებასთან“ ვერანაირი გაერთიანება ვერ გვექნება“, _ განაცხადა დაუშვილმა.