ავტობანზე შინაური პირუტყვის უმეთვალყუროდ გადაადგილება ხშირად უქმნის მძღოლებს საფრთხეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი გაგა ყაჭეიშვილი წერს.
“გუშინ საღამოს, ზესტაფონთან, ავტობანზე მოძრაობის დროს, ძროხა გადმოხტა გამყოფი ზოლიდან და ავარიას სულ ცოტა დაგვაკლდა (სარკის დაზიანებით შემოვიფარგლეთ), მაგრამ ადვილად შესაძლებელია, სხვა მძღოლმა ვერ მოახერხოს იგივე და სიცოცხლისათვის საშიში გახდეს შემთხვევა.
დღეს დილით კი ისევ ძროხების ფერმა დადიოდა იმავე ადგილზე.
ვინმემ დროულად იზრუნოს ამ საკითხზე, სანამ ფატალურ შედეგს მივიღებთ”, _ დაწერა გაგა ყაჭეიშვილმა.