ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ოკუპანტების საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა 3 წლის ბავშვი. მისი ცხედარი სახლის ნანგრევებში იპოვეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ამჟამად კიდევ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ოდესის რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.